სიახლეები
20.08.2018
ხეხილის ჯიშობრივი გაუმჯობესების მიზნით კვლევები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ ხეხილის ჯიშობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების მიზნით, ატმის ჯიშებზე კვლევები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სამსახურის მიერ 2017 წელს ჯიღაურას კვლევით ბაზაზე გაშენებული ეპანური სელექციის ბრტყელი ატმის ჯიშების ბიოლოგიურ-სამეურნეო თავისებურებების შეფასება ხდება, რომელიც სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ესპანურმა კომპანიამ „ვივეროს პროვედოს“-მა გადასცა. მეთოდიკით გათვალისწინებულია - დაკვირვებები ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობაზე, მცენარის ვარჯის ბიომეტრული გაზომვები, ნაყოფების ხარისხობრივი და მარტივი ბიოქიმიური მაჩვენებლების შესწავლა და სადეგუსტაციო შეფასება.საველე და ლაბორატორიული კვლევითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივი მეხილე-ფერმერები ინფორმაციას მიიღებენ ახალი კონკურენტუნარიანი ჯიშების თვისებების, ადაპტაციის თავისებურებებისა და უპირატესობების შესახებ.