სიახლეები
04.09.2018
ნიადაგმცოდნეთა მსოფლიო კონგრესში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტმა მონაწილეობა მიიღო

ნიადაგმცოდნეთა მსოფლიო კონგრესი 4 წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობა მნივშენლოვანია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.
კონგრესის პარალერულად, შეხვედრები გაიმართა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის და სურსათის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კვლევის კორპორაციის (Embrapa) წარმომადგენლებთან, რომელიც ბრაზილიაში უმსხვილეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა ნიადაგის ეროვნული ინვენტარიზაციის პროგრამა განიხილეს. Embrapa-ს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმები გააცნეს, რაც უზრუნველყოფს უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე ხელმისაწვოდმობას და ერთობლივი კვლევების განხორციელებას.
ნიადაგმცოდნეთა მსოფლიო კონგრესი რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების (IUSS), და ბრაზილიის და ლათინო-ამერიკის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებების ორგანიზებით ჩატარდა.