facebook
youtube
mail

სიახლეები

10.09.2018

ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს სიმინდის ქართული პერსპექტიული ჯიშები გააცნეს. სიმინდის ქართული ჯიშები - „ქართული კრუგი“, „აჯამეთის თეთრი“, „აბაშური ყვითელი“, ჰიბრიდული ფორმები - „წეროვანი 1“, „ყაზბეგი“, „წილკანი 1“, „წილკანი 2“ ერთ ჰექტარზე, საშუალოდ, 8-12 ტონა მოსავალს იძლევა და დაავადებების მიმართ გამძლეობა ახასიათებს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი სიმინდის ახალ ჯიშებს - „მაღალლიზინიანი ქართული კრუგი“, „შავი სიმინდი სახამებლიანი“ და ჰიბრიდები - „საბა“ და „კახურა“ - ეკოლოგიურ პირობებთან ადაპტაციის უნარი და ხარისხის მაღალი მაჩვენებელი აქვს; გამოყვანილი ჯიშები უამინდობის პირობებშიც გარანტირებულ მოსავალს იძლევა.

ფერმერებთან შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი გოგოლა მარგველშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა წილკნის ბაზაზე მარცვლეული კულტურების სადემონტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს და სიმინდის ქართული ჯიშების მოსავლიანობის და აგროტექნოლოგიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.