სიახლეები
11.09.2018
კომპანიის „შილდა ესთეითი“ წარმომედგენლებს ვაზის ქართული იშვიათი ჯიშები გააცნეს

კომპანია „შილდა ესთეითი“ საქართველოში, ალაზნის ველზე 150 ჰექტარზე ვენახს აშენებს, მომავალში ღვინის ქარხნის მშენებლობას და წელიწადში 2 მილიონამდე ბოთლის გამოშვებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშების საკოლექციო ნარგაობა. აღნიშნულ ბაზაზე ყოველწლიურად, ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.