სიახლეები
02.10.2018
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ჯეი მიტჩელი და დები პრინდელი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მრჩეველს, ზურაბ ცქიტიშვილს და რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული სამუშაოების და გატარებული ღონისძიებების შედეგები განიხილეს. აღნიშნული პროექტი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ბულგარეთისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოების და სხვა შესაბამისი ინსტიტუციების მიერ სურსათის და ცხოველთა სასაკლაოებში საწარმოო პროცესების რისკის შეფასების და რისკის მართვის საკითხებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ბულგარეთის სურსათის ჯაჭვის რისკის შეფასების ცენტრს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც მხარეების მიერ ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ინფორმაციის, ცოდნის და რესურსების გაცვლას, საგანმანათლებლო ღონისძიებებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და პროგრამებში მონაწილეობას გულისხმობს.