facebook
youtube
mail

სიახლეები

13.10.2018

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა "აგრობათუმი 2018"-ში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევეთმა ცენტრმა აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგოების მე-8 საერთაშორისო გამოფენაში "აგრობათუმი 2018" მიიღო მონაწილეობა. საგამაფენო სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ცენტრის მიერ დაყენებული ქართული იშვიათი ღვინოები, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები და გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას.

აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს შორის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებაა. გამოფენაში ქართული და უცნოური კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც სხვადასხვა კუთხის ნოვაციები წარმოადგინეს.