facebook
youtube
mail

სიახლეები

24.10.2018

ბელარუსმა სპეციალისტებმა საქართველოს ნიადგურ-კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი მანქანა ააწყვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და შპს „მექანიზატორი“, ბელარუსის კომბაინების პროექტირების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „გომსელმაში“ ერთად, კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი ნახევრადმისაბმელიანი მანქანის გამოცდას აწარმოებს, რომელიც საქართველოს ნიადგურ-კლიმატურ პირობებთან არის ადაპტირებული.

საქართველოში დღემდე არსებული ამომღებ-დამხარისეხებელი კომბაინები, მაღალი ფასის გამო, ფერმერებისთვის ხელმიუწვდომელია, ამომყრელი მანქანები კი, დამატებით ხელით შრომას მოითხოვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქართული მხარის მიერ შემუშავდა ახალი, მარტივი კონსტრუქციის მანქანის ტექნოლოგიური სქემა, რომელიც ერთდროულად ასრულებს ნიადაგიდან კარტოფილის ამოყრას, მათი მინარევებისგან გასუფთავებას და ამოღებული მასის დატვირთვას სატრანსპორტო საშუალების ზარაზე.

კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი მანქანა, ბელარუსის კომბაინების პროექტირების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბელარუსმა სპეციალისტებმა დაამზადეს. მანქანის საცდელი ნიმუშის გამოცდა 2017-2018 წლებში, აღმოსავლეთ საქართველოს მეკარტოფილეობის რეგიონებში (წალკის, ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები) განხორციელდა. 2018 წელს „გომსელმაშის“ მიერ, წინა გამოცდების შედეგებისა და ქართული მხარის რეკომენდაციების გათვალისწიენებით, კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი მანქანის სრულყოფილი მოდელი დამზადდა.

„გომესალმაშის“ წარმომადგენლები მანქანის ბოლო დეტალების შესათანხმებლად საქართველოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს, ომარ კაჭარავას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს, შპს „მექანიზატორის“, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმოამდგენლებს და დარგის სხვა სპეციალისტებს შეხვდნენ.

კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი მანქანა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ფემრებს უკვე გააცნეს. ახალმა მანქანამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.