სიახლეები
07.11.2018
რაჭა-ლეჩხუმში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ლენტეხის, ამბროლაურის, ცაგერის და ონის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლებს მეცხოველეობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს.ფერმერებთან შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრის მოწყობის, დამატებითი კვების, ფუტკრის დაავადებების იდენტიფიცირების, მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება. ფერმერები ასევე გაეცნენ მცენარეთა მავნებელ დაავადებათა ტიპებს, მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს და პესტიციდების შერჩევის საკითხებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (სოფლები - შუაფხო, წილკანი, მუხრანი, ციხისძირი და დაბა თიანეთი) 12-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.