facebook
youtube
mail

სიახლეები

21.11.2018

სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გაუწიეს. ადგილობრივებთან შეხვედრებისას სპეციალისტებმა მრავალწლოვანი, ერთწლოვანი და მარცვლეული კულტურების მავნებელ-დაავადებებზე, მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე, მცენარეების დაცვასა და პრეპარატების სწორად შერჩევაზე გაამახვილეს ყურადღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა 20 ათასზე მეტ ფერმერთან გამართეს შეხვედრა და ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.