სიახლეები
23.11.2018
კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ
პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში კახეთის რეგიონის საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარელის, ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტების ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს.სპეციალისტებმა ვაზის, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებზე, ასევე ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენებასა და საფუტკრის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“, რომელიც ფერმერების ცნობიერების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, 2016 წლიდან ხორციელდება. ამ ხნის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20 ათასზე მეტ ფერმერს გაეწია კონსულტაცია.