facebook
youtube
mail

სიახლეები

05.02.2019

მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის ადაპტირებული ლობიოს ამღები მცირე მექანიზაციის შექმნა იწყება

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს მხარდაჭერით, ადგილობრივ ფერმერებს და ინჟინერ-მექანიკოსებს შეხვდნენ. მხარეებმა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პრობლემურ საკითხებსა და რეგიონში მექანიზაციის დონის ამაღლებაზე ისაუბრეს.

ფერემერბს ლობიოს მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლასა და ჯიშების უპირატესობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. შეხვედრაზე ფერმერების მოთხვნით, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურთან ერთად, ლობიოს მოსავლის ამღები მცირე მექანიზაციის შექმნა გადაწყდა, რომელიც ადაპტირებული იქნება მცხეთა-მთიანეთის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან. მცხეთა-მთიანეთი მთიან რეგიონს განეკუთვნება, ამიტომაც მოსავლის ამღები არსებული მანქანა-დანადგარებით მუშაობა შეუძლებელია და ფერმერებს დღემდე ხელით მუშაობა უწევთ.

აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ უკვე შემუშავებულია ლობიოს ამღები მცირე მექანიზაციის სქემა, რომელიც ფერმერებს გააცნეს. მხარეები 2 წლის განმავლობაში შეიმუშავებენ და შექმნიან რეგიონისთვის ადაპტირებულ ლობიოს ამღებ მცირე მექანიზაციას.