სიახლეები
22.02.2019
მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში
მარტვილის, ჩხროწყუს, წალენჯიხის და აბაშის რეგიონებში ფერმერებს მცენარეთა დაცვის და ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ინფორმაცია მიეწოდათ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა რეგიონის 10 სოფელში ფერმერების საკარმიდამო ნაკვეთები დაათვალიერეს და ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ადგილობრივებს მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაცვის კუთხით ბროშურები დაურიგეს და აგრარულ სფეროში არსებული პროექტები გააცნეს.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გურიაში, 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით კონსულტაციები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტებებში (სოფლები - ლესა, ჩოჩხათი, თხინვალი, მელექედური, ანასეული, შუა ამაღლება, ბუკისციხე) მცხოვრებ ფერმერებს გაეწევათ.