სიახლეები
05.03.2019
აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტურ ნაშრომად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ გამოცემული წიგნი დასახელდა

წიგნი მოიცავს ინფორმაციას აჭარის კოლხურ ტყეებში გავრცელებულ ენდემურ და იშვიათ მერქნიან სახეობებზე, რომელიც საქართველოს მცენარეების წითელ ნუსხაშია შეტანილი. მასში მოცემულია რვა სახეობაზე ჩატარებული სრული ინვენტარიზაციის მასალები, წარმოდგენილია ამ სახეობების გავრცელების ამსახველი რუკები და დეტალური მონაცემები.
წიგნი სამწლიანი საველე სამუშაოების შედეგად მიღებულ მასალებს შეიცავს, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ნაშრომი განკუთვნილია სატყეო დარგის სპეციალისტებისთვის, ბოტანიკოსებისთვის და სტუდენტებისთვის.