სიახლეები
08.03.2019
შიდა ქართლში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გორის, ხაშურის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სპეციალისტებმა ვაშლის თანამედროვე ტიპის ბაღის და სხვა მრავლწლოვანი კულტურების გასხვლა-ფორმირების, კენკროვანი კულტურების აგროტექნოლოგიის, ბოსტნეული კულტურების ღია და დახურულ გრუნტში მოვლა-მოყვანის, მსხვილფეხა პირუტყვის მოვლისა და ჯიშობრივი გაუმჯობესების, მცენარეთა დაცვის და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების და მარცვეული კულტურების მოვლა-მოყვანის კუთხით კონსულტაციები გაუწიეს.
ფერმერებთან შეხვედრები, 12-15 მარტს, კახეთის რეგიონში ახმეტის, თელავის, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.