facebook
youtube
mail

სიახლეები

14.03.2019

ცენტრის წარმომადგენლებმა სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზზე ტრენინგი გაიარეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა კიევში, ტრენინგი „უკეთესი ტრენინგი უსაფრთხო სურსათისთვის“ გაიარეს. ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ყურადღება სურსათის უვნელობლობისა და რისკის ანალიზის კუთხით ევროკავშირის კანონმდებლობასა და მიდგომებზე, ევროპაში კონტროლისა და ინსპექტირების ზოგად სისტემებზე, ქიმიური დამაბინძიურებლებისა და სურსათთან შეხებაში მყოფი მასალების მარეგულირებელ და საკანონმდებლო ბაზასა და ფიტოსანიტარიის რეგულაციებზე გამახვილდა.

ტრენინგები ევროკომისიის მიერ მოწვეულმა ევროპელმა მეცნიერებმა ჩაატარეს და მას საქართველოს გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უკრაინის და მოლდოვის წამომადგენლები ესწრებოდნენ.