სიახლეები
05.02.2015
ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ჯიღაურას ბაზას ესტუმრა
დღეს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, სტუმრად იმყოფებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი რობერტ ჯოზეფი.სოფლის მეურენობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა სტუმრებს გააცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და სამომავალი გეგმები. მათ ასევე დაათვალიერეს ვენახები და დააგემოვნეს ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა ქართული ჯიშის ღვინოები.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მუშაობს ქართული ღვინის მარკეტინგული გეგმის შემუშავებაზე, რომლის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობს რობერტ ჟოზეფი. რობერტ ჟოზეფი ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტს დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნაკლებად ცნობილი ქართული ღვინოების პოტენციალის შესწავლასა და შეფასებას, რომლის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ღვინოების ცნობადობის ამაღლება და პოზიციონირება სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე.