სიახლეები
20.03.2019
კახეთში ფერმერებს კონსულტაციები გაეწიათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ კახეთის რეგიონში გრძელდება. 19-დან 22 მარტის ჩათვლით შეხვედრები დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, 2018 წელს, შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 150 სოფელში გაიმართა და კონსულტაცია 7500-მდე ფერმერს გაეწია. 2019 წელს სპეციალისტებმა შეხვედრები უკვე გამართეს სამეგრელოს, გურიის და შიდა ქართლის რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში, სადაც 2000-მდე ფერმერს შეხვდნენ.