სიახლეები
25.03.2019
მობილური ექსტენცია კახეთის რეგიონში
კახეთის რეგიონში პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს და გურჯაანის მაცხოვრებლებს მცენარეთა დაცვის, ვენახისა და მარცვეული კულტურების მოვლა-მოყვანის და ვეტერინარიის მიმართულებით კონსულტაციები გაუწიეს.პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში 27-29 მარტს შეხვედრები მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიმართება.