სიახლეები
03.04.2019
რაჭაში ფერმერებს ვაზის ადგილობრივი პერსპექტიული ჯიშები გააცნეს
ცაგერში რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებსა და განვითარების პერსპექტივებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და მევენახეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ადგილობრივ მეღვინეებს ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი რაჭული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნო. ფერმერებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.ადგილობრივ მეღვინეებთან შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს და ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.