facebook
youtube
mail

სიახლეები

15.04.2019

ჯიღაურას ესპანელი ღვინის ექსპერტები ესტუმრნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონტრაციო ბაზას ესპანელი ღვინის ექსპერტები და ქართულ-ესპანური ცენტრის „იბერია“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიას გაეცნენ და იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

ესპანელი ღვინის ექსპერტები საქართველოში კავკასიის სავაჭრო სახლის მხარდაჭერით ჩამოვიდნენ და ბიო ღვინის წარმოებაზე, ტექნოლოგიებში ევროპულ გამოცდილებასა და საქართველოსთვის ექსპორტის ახალ შესაძლებლობებზე საჯარო ლექციები ჩაატარეს.