facebook
youtube
mail

სიახლეები

31.07.2015

მეცხოველეობის საკვებწარმოების ბაზის შექმნა დაიწყო

 მცხეთის რაიონის, სოფ. მუხრანის ტერიტორიაზე, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  კუთვნილ 21ჰა-ზე დაიწყო 8 მინდვრიანი თესლბრუნვისათვის ათვისების პროცესი.

აგროწესების სრული დაცვით, დაითესა სასილოსე სიმინდის ორი ჯიში: „აჯამეთის თეთრი“ და „ქართული კრუგი“.  აღნიშნულ კულტურებზე მიმდინარე სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში ჩატარდება ფენოლოგიური დაკვირვებები მცენარის განვითარების სხვადასხვა ფაზაზე და აღირიცხება მწვანე მასის მოსავალი. ჩატარებული სამუშაოს ანალიზის შედეგად კი მოხდება ამ 2-დან საუკეთესო ჯიშების გამოვლენა, რომელსაც მიეცემათ რეკომენდაცია ამ რეგიონისათვის შემდგომი მიწათმოქმედების სისტემაში ჩასართავად.
გარდა სასილოსე სიმინსდისა, მეცხოველეობის მტკიცე საკვები ბაზის შესაქმნელად იგეგმება თესლბრუნვაში მონაწილე სხვა მრავალწლოვანი, ერთწლოვანი ბალახებისა და სხვა საკვები კულტურების თანმიმდევრული თესვა, ისე, რომ წინამორბედმა კულტურამ ხელი არ შეუშალოს მომდევნო კულტურის თესვას, რაც თესლბრუნვების ათვისების სქემით არის გათვალისწინებული.
კულტურების შერჩევა და თესვის პროცესი მიმდინარეობს   ყველა აგროტექნოლოგიური წესების სრული დაცვითა და მეცხოველეობის საკვების მოთხოვნილებების გათვალისწინებით.