facebook
youtube
mail

სიახლეები

03.08.2015

ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მორიგი ექსპედიცია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მეცნიერ-თანამშრომლები, კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ექსპედიციის მიზანს ნიადაგის ნიმუშების აღებით მათი ქიმიური შედგენილობის შესწავლა და სოფელ თაიას აგრომადნის - ე.წ. ტკილის   (მერგელის) მოსაკირიანებლად გამოყენების ეფექტიანობის დადგენა წარმოადგენდა.   
ექსპედიციის ფარგლებში, სპეციალისტებმა  სოფელ ნაფიჩხოვოში და თაიაში არსებული ტკილის საბადოები შეამოწმეს და მისი ძირითადი მახასიათებლების შესწავლის მიზნით, შემდგომი ლაბორატორიული კვლევებისთვის  ნიმუშები აიღეს.   
მიმდინარე კვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრ ოდიშარ ლაგვილავასთან გაფორმდა მემორანდუმი, მის კუთვნილ ფერმერულ მეურნეობაში ცდის მოსაწყობად შეირჩა ნაკვეთი, სადაც მოხდება ტკილის გამოცდის ეფექტიანობის შესწავლა კვლევის თანამედროვე მეთოდებით.   
ექსპედიციის ფარგლებში შედგა შეხვედრა ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და ადგილობრივი ფერმების წარმომადგენლებთან, განხორციელდა  ჩხოროწყუს მკვიდრთა საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული სანერგე მეურნეობებს მონიტორინგი.   
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ფერმერებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მიმდინარე კვლევების მიმართ და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სამუშაო ჯგუფის წევრებს.