სიახლეები
30.07.2015
გრძელდება ხეხილის ახალი ინტროდუცირებული ჯიშების გამოცდა

ამ ეტაპზე ძირითადად აქცენტი კეთდება
ბლის პერსპექტიული ჯიშების ბიოლოგურ-სამეურნეო თავისებურებების შეფასებაზე. დეპარტამენტი სწავლობს ბლის 20 -ზე მეტ ჯიშს. ჯიღაურას საკოლექციო ბაღებში, დეპარტამენტის
მეცნიერ თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს მეთოდიკით გათვალისწინებული
საველე და ლაბორატორიული კვლევითი სამუშაოები -
დაკვირვებები ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობაზე,
მცენარის ვარჯის ბიომეტრული გაზომვები, ნაყოფების ხარისხობრივი და მარტივი ბიოქიმიური
მაჩვენებლების შესწავლა და სადეგუსტაციო შეფასება.
მონაცემების პირველადი ანალიზით უკვე გამოიკვეთა ბლის ჩეხური, გერმანული
და კანადური სელექციის ახალი ჯიშები: კორდია,
რეგინა, სამბა, ტეჩლოვანი და სხვა, რომლებსაც მაღალი პოტენციალი გააჩნიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ბლის ადგილობრივი სორტიმენტი.