facebook
youtube
mail

სიახლეები

13.08.2015

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით თხილის სექტორის განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ ინიციატივას და გეგმავს თავისი წვლილი შეიტანოს „თხილის წარმოების მხარდაჭერის პროგრამის“ ეფექტურად განხორციელებაში. ამ მიზნით, კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის და ამ დარგით - თხილის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის დაიგეგმა გრძელვადიანი ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავს მათი ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას.

დაგეგმილ ტრენინგებზე, მსმენელებს საშუალება ექნებათ კვლევითი ცენტრის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღონ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები თხილის ჯიშების შერჩევის, სარგავი მასალის წარმოების, ბაღების გაშენების, მოვლა-მოყვანის, მოსავლის აღების, პირველადი სასაქონლო დამუშავებისა და თხილის ბაღებში ჩასატარებელი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.  
კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგები მუდმივ რეჟიმში განხორციელდება, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.  

დაგეგმილი ტრენინგების განრიგი: 

სამეგრელო-ზემო სვანეთი: 13- 14 აგვისტო, 20-21 აგვისტო 
აჭარის ა/რ: 26-27 აგვისტო 
გურია: 3-4 სექტემბერი, 10-11 სექტემბერი 
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი: 17-18 სექტემბერი 
კახეთი: 24-25 სექტემბერი