სიახლეები
14.08.2015
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთხე გაიხსნა

დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
მუზეუმში გაიხსნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის კუთხეც, სადაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა
მიერ შემუშავებულ მეცნიერულ ნაშრომებს, რეკომენდციებს, ასევე მრავალწლოვანი კულტურებისა
და სარგავი მასალების დეპარტამენტის ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე არსებული ქართული
ენდემური ჯიშებისაგან წარმოებული ღვინის საკოლექციო ნიმუშებს, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა
პროდუქტებს: ნექტარს, ხილის წვენს, უალკოჰოლო ღვინის სასმელებს, მურაბას, კომპოტს,
ლიმონათსა და გაყინულ/მშრალ ხილს.
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ქართული და ინტროდუცირებული
ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის ჯიშების ნიმუშები, როგორც თავთავების, ასევე მარცვლების
სახით. დღეისათვის, აღნიშნული ჯიშები საქართველოს
16 მუნიციპალიტეტშია დათესილი.
აღსანიშნავია, რომ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, მეცნიერული კვლევებისა და რეკომენდაციების საფუძველზე
აგრარული სექტორის განვითარების მიმართულებით
არაერთი ღონისძიება აქვს
დაგეგმილი.