სიახლეები
24.08.2015
ბელარუსის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი

ბელარუსის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის მებოსტნეობისა და მეკარტოფილეობის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს წამყვანი ადგილი უკავია ერთწლოვანი კულტურების განვითარებასა და მის სამეცნიერო-ინოვაციურ კვლევებში. შეხვედრის ძირითადი თემა ცენტრებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი სამეცნიერო საქმიანობებია, რომელიც მოიცავს კარტოფილის ბელარუსული
ჯიშების (ულადარი, სკარბი, ბრიზი, პალაცი, ლილეა) ეკოლოგიურ კვლევას საქართველოს სხვადასხვა
ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში და მათი ხარისხისა და მოსავლიანობის პერიოდულ მონიტორინგს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზა, ასევე სამეცნიერო ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული სადემონსტრაციო ნაკვეთები და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს და გაეცნენ მიმდინარე კვლევების შედეგად მიღებულ პირველ ინფორმაციას.

დელეგაცია საქართველოში
სამუშაო ვიზიტით ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.