ტრენინგები თხილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების შესახებ
2015 წელსსაქართველოს
მთავრობის ინიციატივით თხილისსექტორის
განვითარების პროგრამა დაიწყო. პროგრამას
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
მიმდინარე წლის აგვისტოს
თვეში, სახელმწიფო პროგრამის „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ ფარგლებში, სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისმრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩატარდა ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა თხილის
მწარმოებელი ადგილობრივი ფერმერებისთვის დაამ
დარგით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნისგაღრმავებას
თხილის მოვლა-მოყვანის
სრული ციკლისადა
ახალი ტექნოლოგიების შესახებ.
ტრენინგებზე მსმენელებს საშუალება ჰქონდათმიეღოთ
ინფორმაცია დაპრაქტიკული
რჩევები თხილისბაღების
გაშენების, სხვლა-ფორმირების,
მოსავლის აღებისადა
პირველადი სასაქონლო დამუშავების, თხილისბაღებში
ჩასატარებელი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებების, თხილისჯიშებისა
და სარგავიმასალის
წარმოების საკითხებში.
თითოეული ტრენინგის ბოლოს, ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არსებულ შეკითხვებზე.კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი მსგავსი ტიპის ტრენინგები პერმანენტული ხასიათისაა და როგორც
დასავლეთ, ისეაღმოსავლეთ
საქართველოში განხორციელდება. აღნიშნული ტრენინგები სოფლისმეურნეობის
სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა დასაინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.