სიახლეები
08.09.2015
მორიგი სამუშაო შეხვედრა FAO-ს ექსპერტებთან
ქართველ ექსპერტთა ჯგუფსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს ფერმერთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოს „კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ (GAP) განახლება და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების განხილვა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ „GAP“-ის სახელმძღვანელო საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით პირველად 2007 წელს გამოიცა. იგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტებს აერთიანებს, რომლებიც ფერმერებმა ხილისა და ბოსტნეულის წარმოების დროს აუცილებლად უნდა დაიცვან.შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ FAO-ს ხელშეწყობით მოხდება „GAP“-ის სახელმძღვანელოს განახლებული, თანამედროვე ვერსიის გამოცემა, რომელიც ადგილობრივი ფერმერებისთვის ერთგვარი გზამკვლევი რუქა იქნება და მათ მსოფლიო პრაქტიკის გაცნობასთან ერთად, ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარების საშუალებასაც მისცემს.
ფერმერები მიღებულ ცოდნას მათ მიერ წარმოებული პროდუქციის სერთიფიცირებისთვისაც გამოიყენებენ.