facebook
youtube
mail

სიახლეები

09.09.2015

ქართული პური

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში გააჩნია სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურათა მოვლა-მოყვანა, სელექცია, გამრავლება, დარაიონება და მათი პროდუქტიულობის განსაზღვრა. აღდგენილი და ინტროდუცირებულია მრავალი სასარგებლო ჯიშები მათ შორის მარცვლოვანი კულტურები. 

გემური თვისებების დასადგენად და მათი პროდუქტიულობის განსასაზღვრად ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ ადგილობრივი და ადაპტირებული ხორბლისა და ჭვავის ჯიშებისგან დამზადებული იქნა სხვადასხვა სახეობის პური პური. პროდუქტის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა ხორბალი („ახალციხის წითელი დოლი“ და „კრასნოდარი 99“) და ჭვავი. დამზადებისას, ფქვილს დაუმატეს ინგრედიენტი - „მახობელი“, რომელიც პურს სასიამოვნო სურნელს და სირბილეს მატებს.

სხვადასხვა სახეობის პურის დაგემოვნებისას მოხდა მათი გემური თვისებების შეფასება სადაც ყველა სახეობის პურის ნიმუშმა მოწონება დაიმსახურა. ცენტრის მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ  მსგავსი მეთოდით დამზადებული პური არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას  და გამოირჩევა სასიამოვნო სურნელით და სირბილით.

ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თავთავიანი კულტურების სპეციალისტის, გულნარ ჩხუტიაშვილის თქმით, დამზადებული პური არის ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს მინარევებს და მისი შენახვა, პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნება  რამდენიმე დღის განმავლობაშია შესაძლებელი.