facebook
youtube
mail

სიახლეები

25.09.2015

ფორუმი - ფორუმს „კარგი გამოცდილების გაზიარება რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში“

 USAID –ის მიერ დაფინანსებული პროექტის, ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურეობის გაძლეირების (SEAS)-ის“ ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ყირგიზეთში „რეგიონალური საკონსულტაციო სამსახურების (GFRAS)  მიერ გამართულ რიგით მე -6 ყოველწლიურ გლობალურ ფორუმს „კარგი გამოცდილების გაზიარება რეგიონალურ საკონსულტაციო ცენტრებში“-ს დაესწრო.

SEAS-ის პროექტის ორგანიზატორებთან ერთად კონფერენციას საქართველოდან ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიკა გელაშვილი; ზესტაფონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი რუსუდან ძიძიშვლილი და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციის სპეციალისტი დავით ბირკაძე. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ აფრიკის, შუა აზიისა და ჩრდილო კავკასიის ქვეყნები.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაციები, გაზიარდა პრაქტიკული გამოცდილებები და გაიმართა დარგების მიხედვით კონკრეტულ თემათა განხილვები.  
ქართულმა მხარემ დამსწრეებს გააცნო სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესები და საკონსულტაციო სამსახურების მუშობის სპეციფიკა. ამჟამად მიმდინარეობს შემუშავებული რეკომენდაციების პრაქტიკული გამოყენება და მათი SEAS-ის პროექტში ინტეგრირება.