სიახლეები
25.09.2015
ექსტენცია - საველე სემინარი გორში
სსიპ
სოფლის
მეურნეობის
სამეცნიერო
კვლევითი
ცენტრის
საზოგადოებასთან, რეგიონებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და USAID-ის პროექტის - „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (SEAS)
მხარდაჭერით,
გორში
ჩატარდა
საველე
სემინარი.
ტრენინგის მიზანს სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომელთათვის ნამყენ ჩითილებზე ჩატარებული კვლევის
შედეგების გაცნობა იყო. სემინარზე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი ნატო კაკაბაძისა და მთავარი სპეციალისტის ირმა ირემაშვილის
მიერ წარმოდგენილი იყო ნამყენი ჩითილების ახალი თანამედროვე მეთოდები. მეთოდოლოგიასა
და მიდგომებზე ასევე ისაუბრა საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის წარმომადგენელმა
ანდრო ხეთერელმა.
ნამყენი ჩითილების წარმოების შესახებ განხილული
მეთოდი ხასიათდება, მავნებელ-დაავადებებისა და კლიმატური პირობების მიმართ მეტი გამძლეობით, უხვმოსავლიანობით და პესტიციდებზე ნაკლები დანახარჯებით. აღნიშნული მიდგომით
გამოყვანილი ჩითილები ეკოლოგიური თვალსაზრისით ფერმერებს შეუქმნის
უფრო სუფთა და იაფი თვითღირებულების პროდუქციის მიღების საშუალებას.