facebook
youtube
mail

სიახლეები

28.09.2015

ესპანელი ბიზნესმენების ვიზიტი სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

 სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესპანელი ბიზნესმენები  „DERAZA ubezico”-ს პრეზიდენტი  რეგინო დიაზ დენ რიო და კომერციული დირექტორი  ლუის სანზ კასადო ეწვივნენ.

შეხვედრას ცენტრის მხრიდან ესწრებოდნენ: დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მოადგილე გივი ბასილაძე და მეცხოველეობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი როლანდ მიტიჩაშვილი. 

აღნიშნული შეხვედრის მიზანს საქართველოში კავკასიური გარეული ღორის კომერციული მიზნით ხალხური სელექციით მოშენება და გამრავლება წარმოადგენდა. გარეული კავკასიური ღორის ხორცი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით და ქართულ ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანია. სამომავლოდ იგეგმება ხორცის ნაწარმის ევროპის ქვეყნებში ექსპორტი. 

სტუმრები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებთან ერთად ეწვივნენ თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს, დაათვალიერეს კახური ღორის რამოდენიმე საოჯახო ფერმერული მეურნეობა და კავკასიონის სამხრეთ კალთებზე არსებული ძირითადი ნაყოფისმომცემი ტყის მასივები. 

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ესპანეთის მომთაბარე მეღორეობის ერთიანი სინთეზური პროექტის შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეღორეობის დარგის აღორძინებას და გადაშენების პირას მყოფ კახური ღორისა და ნაყოფისმომცემი ტყის დიდი მასივების რაციონალურ გამოყენებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიგეგმა ცენტრის სპეციალისტების ესპანეთში მიწვევა და ადგილობრივი ტექნოლოგიების გაცნობა.