სიახლეები
29.09.2015
ექსტენციის პროგრამა

აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ცენტრის წარმომადგენელმა დავით ბირკაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან და USAID-ის მიერ ორგანიზებულ SEAS -ის პროგრამის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აღმოსავლეთ აზიისა და კავკასიის ქვეყნებისათვის გათვლილ საერთაშორისო კონფერენციაზე ყირგიზეთში. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფებმა განიხილეს რეგიონებში გამოყენებული ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა მეთოდები სადაც გამოიკვეთა ყველაზე ეფექტური პრაქტიკული საშუალებები.
შეხვედრის შემდგომ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოზე განხილულ იქნა SEAS-ის პროგრამის ხელმძღვანელის ბენჟამინ მიულერის მიერ წარდგენილი შემოთავაზება ცენტრში მომუშავე მეცნიერ თანამშრომელთა პრეზენტაციის უნარის ამაღლებასთან დაკავშირებით. პროექტი - „Train The Trainer” ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ფაზებს.
საბჭოს სხდომაზე წარდგენილი შემოთავაზება შეფასდა სასწრაფოდ განსახორციელებელ საკითხად და ასევე გამოიკვეთა საჭირო სამუშაოების თანმიმდევრობაც.
ახლო პერიოდში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები დაეუფლებიან საჭირო კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარებს, რაც ეფექტური საშუალება იქნება სოფლად ფერმერთა ცოდნის დონის ამაღლებისა.