სიახლეები
30.09.2015
ტრენინგები მეფუტკრეობასა და მესაქონლეობაში
ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგები, რომელიც მიზნად ისახავდა მეფუტკრეობითა და მესაქონლეობის საკითხებით დაინტერესებული ადგილობრივი ფერმერებისთვის ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას.კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი მსგავსი ტიპის ტრენინგები პერმანენტული ხასიათისაა და პერიოდულად განხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ტრენინგები ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელშეწყობით ხორციელდება.