სიახლეები
20.10.2015
ტრეინინგი „თხილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები“

სემინარი განხორციელდა თხილის სექტორის განვითარების პროგრამის - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“ - ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოსა და ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელშეწყობით.
სემინარი მიზნად
ისახავდა, თხილის მწარმოებელი ადგილობრივი ფერმერებისთვის და ამ დარგით დაინტერესებული პირებისთვის, თხილის კულტურის
შესახებ ცოდნის
გაღრმავებას, და თხილის მოვლა-მოყვანის ახალი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გაცნობას.
თემატიკით გათვალისწინებული იყო შემდეგ საკითხები: თხილის ბაღების გაშენება; მოსავლის აღება და პირველადი სასაქონლო დამუშავება; თხილის ბაღში ჩასატარებელი ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებები; თხილის ჯიშები; სარგავი მასალის წარმოება და თხილის ბაღის სხვლა-ფორმირება.
ტრენინგის ბოლოს მსმენელებს ქონდათ შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილია მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში.