სიახლეები
02.11.2015
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გრძელდება კაკლის ახალი ჯიშების შესწავლა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალის წარმოების დეპარტამენტი, ჯიღაურას საკოლექციო ნაკვეთებში აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას კაკლის ახალი ლატერალური და აპიკალური მსხმოიარობის ჯიშების სამეურნეო-ბიოლოგიური თავისებურებების კომპლექსურ შესწავლას, რის შედეგადაც მოხდება საუკეთესო ჯიშების შერჩევა.მიღებული მონაცემების პირველადი ანალიზით გამოიკვეთა, რომ კაკლის შემოტანილი პერსპექტიული ჯიშები – პიერალი (ლარა), ფერნეტე და ჰოვარდი ხასიათდებიან მსხმოიარობის ადრეული დაწყებით, უპირატესად ლატერალური მსხმოიარობის ტიპით და ნაყოფების მაღალი ხარისხით. აღნიშნულ ჯიშებს გააჩნიათ კარგი პოტენციალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ საქართველოს კაკლის კულტურის ასორტიმენტი, რაც წარმოადგენს კაკლის წარმოების სექტორის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.