facebook
youtube
mail

სიახლეები

06.11.2015

საერთაშორისო კონფერენცია აზეირბაიჯანში

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელმა, მაია ფეიქრიშვილმა აზერბაიჯანში, ქ.განჯაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 
კონფერენცია სახელწოდებით „აგრარული მეცნიერებისა და განათლების ინოვაციური განვითარება: მსოფლიო პრაქტიკა და თანამედროვე პრიორიტეტები“ აზერბაიჯანის აგრარული უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სხვადასხვა ქვეყნების (საქართველო, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, საფრანგეთი და სხვ.) წამყვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ კონფერენციაზე, ვეტერინარიისა და ზოოტექნიკის საკითხების განხილვის ნაწილში, კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც ქართულ ფუტკარს, დარგში არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებს ეხებოდა. აღნიშნულმა საკითხმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში, ადგილობრივმა და უცხოელმა მეცნიერებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და თანამშრომლობის ფორმატზეც შეთანხმდნენ. 
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ნამუშევარი შრომათა კრებულში გამოქვეყნდა, რომელიც აზერბაიჯანში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიბეჭდა და გავრცელდა.