facebook
youtube
mail

სიახლეები

11.11.2015

სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს  შორის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივი შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და სსიპ სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თეიმურაზ ასათიანმა.

მემორანდუმის მიხედვით მხარეებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ საერთო გამოცდილებებით და გამოიყენონ მათ მფლობელობაში არსებული ბაზები.
მემორანდუმი ითვალისწინებს აგრარული მიმართულების პროფესიული პროგრამებისა და ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ექსტენციის განვითარებას.