facebook
youtube
mail

სიახლეები

19.11.2015

მობილური ექსტენცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 3 დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. პროგრამის ფარგლებში ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობასთან და ინფორმაციული სახის პრეზენტაციები ჩაატარეს შემდეგი მიმართულებით:
·         კარტოფილის თანამედროვე ჯიშების მოვლა მოყვანა; ·       
  კარტოფილის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; ·    
     ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები; ·      
   მარცვლოვანი კულტურების თესვის წინა თესლის დამუშავება ფუნგიციდებით, ნიადაგის განოყიერება. ·     
    მეცხოველეობა (მესაქონლეობა) ვეტერინარიის საკითხები; ·  
       ჯიშთა გაუმჯობესებისა და საკვებწარმოების ტექნოლოგიები.  
აღნიშნული შეხვედრები სისტემური სახით გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსტენციონისტი მეცნიერ-თანამშრომლები რეგიონებში არსებული კულტურების, ჯიშებისა და პროფლემების მიხედვით გააცნობენ ფერმერებს სხვადასხვა სახის აგრორჩევებს.