facebook
youtube
mail

სიახლეები

24.11.2015

ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი

    სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე პროექტის ‘ეკოსისტემის კომპლექსური კვლევების პოტენციალი და მისი გამოყენების შესაძლებლობები“.
  ჩეხმა კოლეგებმა შეხვედრზე ისაუბრეს დისტანციური ზონდირების უახლესი ტექნოლოგიების სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოყენებაზე. წარმოადგინეს პრაქტიკული გამოყენების მაგალითები ნიადაგმცოდეობაში, მეტყევეობაში და ისაუბრეს დასახლებული ტერიტორიების თერმული რეჟიმის რუკების შედგენაზე. 
  აღნიშნული კვლევები ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო უწყებებს. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობამ გამოთქვა პროექტის მიმართ დაინტერესება და ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად დასახულ იქნა ერთობლივი პროექტები.
  ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ჯიღაურას ექსპერიმენტალური ბაზა, გაეცვნენ საკოლექციო ნაკვეთებს და დააგემოვნეს ქართული ღვინო.