სიახლეები
20.02.2015
ამერიკელი სტუმრები ჯიღაურას ბაზაზე

მათი სტუმრობის მიზანია შეისწავლონ ადგილობრივი კლიმატური მდგომარეობები, გაეცნონ ენდემურ კულტურებს მეხილეობაში და გამოცადონ მათ მიერ წარმოებული ბიო პრეპარატები.
სტუმრებს უმასპინძლა მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა და უფროსმა სპეციალისტმა ვანო კაკაშვილმა.
შეხვედრაზე უცხოელმა კოლეგებმა ცენტრს შესთავაზეს სამომავლო თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება. კერძოდ, ცენტრში არსებულ საცდელ მეურნეობებში მათ მიერ წარმოებული ბიოპრეპარატების გამოცდა და მათი ზეგავლენის შეფასება ხეხილის ადგილობრივ კულტურებზე.