facebook
youtube
mail

სიახლეები

26.11.2015

რისკის შეფასების დამოუკიდებელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა

 სოფლის მეურნებობის მეცნიერებათა აკადემიაში, რისკის შეფასების დამოუკიდებელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა რომლის, მიზანს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა. საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე გივი ბასილაძე და სამეცნიერო-საკონსულატაციო  საბჭოს მეცნიერ-თანამშრომლები.
რისკის შეფასების დამოუკიდებელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პროფესორი ქეთევან დადიანი. თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა თავმჯდომარის თანამდებობა, საქ. ს\მ მეცნიერებათა აკადემიაში სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების უფროსად არჩევის გამო, რომელიც ქმნიდა ინტერესთა კონფლიქტს.
 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ზურაბ ცქიტიშვილის გაწეული სამუშაოსთვის და ცენტრის სახელით  მადლობის სიგელი გადასცა.
რისკის შეფასების დამოუკიდებელი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან არსებული სტრუქტურაა და იგი დაკომპლექტებულია სხვადახვა ინსტიტუციებიდან მოწვეული 105 მეცნიერით. საბჭოს საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს სურსათის უვნებლობის სფეროებში ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების აგენტების ალბათობისა და სიმძიმის დამოუკიდებელი მეცნიერული შეფასების საფუძველზე დასკვნების მომზადება.