სიახლეები
27.11.2015
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სვიის ჯიშების გამოცდას იწყებს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით
ცენტრში გერმანული საინვესტიციო კომპანია „WESTWOODS”-ის ხელმძღვანელი ედგარ აუერი და პროფესორი კარლ შკოდა
სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის მთავარ მიზანს საგაზაფხულო ქერისა და სვიის
ახალი ჯიშების საქართველოს პირობებში გამოცდა-ინტროდუცია წარმოადგენს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა
ლევან უჯმაჯურიძემ და „შპს მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია“-ს (კომპანია მმართველობის
უფლებით გადაეცა სამეცნიერო-კვლევით ცენტრს) დირექტორმა გიორგი ღუღუნიშვილმა სტუმრებს
გააცნეს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.





.png)







.png)







