სიახლეები
02.12.2015
შეხვედრა ჩინეთის ჰუნანის პროვინციის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებთან
სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე
ჩინეთის ჰუნანის პროვინციის ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა
განიხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში მშენებარე სადემონსტრაციო
სათბურების საკითხი, რომელიც ჩინეთთან
ტექნიკური
თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში
5
ჰექტარამდე მიწის ფართობზე შენდება
მზის ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები. მოეწყობა ორი ტიპის სადემონსტრაციო ფართობი ბოსტნეულის
წარმოებისათვის.
გეგმის
მიხედვით მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. აღნიშნული სასათბურე მეურნეობა სამეცნიერო-კვლევითი
ხასიათის იქნება და ქართველ ფერმერებს ტრენინგების სახით შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ
თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ აღნიშნა, რომ პროექტი
ხელს შეუწყობს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და შესაბამისად საქართველოს
მთავრობა აღნიშნული პროექტის განხორციელებას მაქსიმალურად უწყობს ხელს.
„მადლობა მინდა გადავუხადო ჩინურ მხარეს პროექტის განხორციელებისთვის,
რადგან ამ პროექტის ფარგლებში ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე
სასათბურე ტექნოლოგიებს და ტრენინგები გაიარონ,
როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში“ - განაცხადა იური ნოზაძემ.
შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი ვიზიტი ჩინეთში, რომლის ფარგლებშიც ქართველ
ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ დაგეგმილ
საქმიანობებს.
„ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფი დაარსდა 1998 წელს ჩინეთში,
ჰუნანის
პროვინციაში.
მისი
საქმიანობის
სფეროს
წარმოადგენს
სამეცნიერო
კვლევები
სოფლის
მეურნეობის
სექტორში,
კონსულტაცია
და
ტრენინგები
თანამედროვე
ტექნოლოგიების
შესახებ.
ჯგუფი
აქტიურად
თანამშრომლობს
სამეცნიერო-კვლევით
ინსტიტუტებთან
და
ორგანიზაციებთან,
რითაც
ხელს
უწყობს
სოფლის
მეურნეობის
ამ
დარგით
- მებოსტნეობით
დაინტერესებულ
პირთა
ცოდნის
გაღრმავებას.