facebook
youtube
mail

სიახლეები

15.12.2015

ტრენერთა ტრეინინგი

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  პროექტის „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (SEAS) ფინანსური  მხარდაჭერით მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთათვის ტრეინინგი - „Train The Trainer”, რომელიც ტრენერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის განვითარებას, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებასა და ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესწავლას გულისხმობს.   
სასწავლო კურს უძღვებიან PR აკადემიის ტრენერები, რომელთან დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი ტრეინიგების ჩატარების. ტრეინინგი  ორ ეტაპიანია, პირველ ეტაპზე მეტი ყურადღება დაეთმობა სწორი კომუნიკაციის თეორიულ ასპექტებს, ხოლო მეორე ეტაპზე აქცენტი გაკეთდება უშუალოდ პრაქტიკაზე.
  აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 40 მეცნიერ-თანამშრომელი. კვლევითი ცენტრის მეცნიერები მუდმივ რეჟიმში ატარებენ ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივი ფერმერებისთვის და სწორედ ამიტომ  მნიშვნელოვანია მათთვის  სხვადასხვა პრეზენტაციული უნარ-ჩვევების განვითარება. 
  პროექტის დასრულების შემდეგ გადამზადებული მეცნიერ-თანამშრომელები უფრო   ეფექტურად შეძლებენ ტრეინიგ-სემინარები ჩაუტარონ ფერმერებს და სწორად მიიტანონ მათთან საჭირო ინფორმაცია. რაც საბოლოოდ ფერმერების განათლების დონის ზრდას შეუწყობს ხელს.