სიახლეები
11.12.2015
სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჩინეთის დელეგაცია სტუმრობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს 4 დღიანი
ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი
ლი ჯიანი ეწვია. სტუმრებს მასპინძლობს სოფლის
მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, რომელმაც კოლეგებს
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მისი მიზნები
და სამეცნიერო საქმიანობების მიმართულებები გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ
შეხვედრები გამართა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან - იური ნოზაძესთან და
ლევან დავითაშვილთან, სადაც ისაუბრეს ცენტრში მომუშავე
ახალგაზრდა კადრების მეცნიერული მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაზე და მათ დაფინანსების
წყაროებზე. დაიგეგმა ნინსიას ინსტიტუტის მეღვინეობის მიმართულების გამოფენაზე ქართული
ღვინოების მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას ჩინურ
ბაზარზე.
სტუმრებმა დაათვალიერეს სამეცნიერო კვლევით ცენტრში არსებული
ჯიღაურას, წილკანის, ღვინის ლაბორატორიისა და სხვა ბაზების სამუშო მიმდინარეობები. შეხვედრა ასევე შედგა სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან - გურამ ალექსიძესთან.
სტუმრების ვიზიტის ერთ-ერთი
მიზანი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობაში გათვითცნობიერება და მიმდინარე კვლევების
მიმართულებებში გარკვევას წარმოადგენდა. სტუმრებმა მოინახულეს
ღვინის ეროვნულ სააგენტოში არსებული ღვინის მუზეუმი, და ასევე მოინახულეს საწარმოები: „ბაგრატიონი-1882“,
„სარაჯიშვილი“, „შუხმანი“ და „ბადაგონი“. დააგემოვნეს ქართული ღვინოების მრავალსახეობა,
გაეცნენ ქართულ კულტურასა და სამზარეულოს.
ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავება, ახალი კავშირების დამყარება და აგრარულ სექტორში ურთიერთთანამშრომლობის
ერთობლივი სამომავლო გეგმების
შემუშავებაა
. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სოფლის მეურნეობის განვითრების კუთხით აქტიურად
უწევს საქართველოს დახმარებას, რაც ჩინური
ორგანიზაციების აქტიური მუშაობით აისახება სოფლის მეურნეობაში.