სიახლეები
11.12.2015
IDFI-მ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი "2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის" დააჯილდოვა
დღეს, 10 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ერთერთ ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა. გაცნობებთ, რომ ეს უკვე რიგით მეორე ჯილდოა ინფორმაციული ხელმისაწვდომობის კუთხით რომელიც ცენტრს გადმოსცა. ღონისძიებაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ინფორმაციის მიღების
კუთხით საჯარო
უწყებებში არსებული ვითარება და
მათი გამჭვირვალობის ხარისხი შეაფასა,
რის შემდეგაც 2015 წლის ყველაზე
ღია და
დახურული საჯარო დაწესებულებები გამოავლინა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იმ დაწესებულებებს შორის მოხვდა, სადაც საჯარო ინფორმაციის მოპოვება
ყველაზე მარტივადაა
ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ IDFI საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს
2010 წლიდან აფასებს.
სტატისტიკური ანალიზის შედეგად კი
ყველაზე ღია
დაწესებულებები გამოავლინეს, რომლებსაც ღონისძიებაზე IDFI-ის სპეციალური სიგელები გადაეცათ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან
უჯმაჯურიძე და
ცენტრში საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი
გიორგი ხაზარაძე.