სიახლეები
09.12.2015
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი კახური ჯიშის ღორის მოშენების სანაშენე საქმიანობას იწყებს
საქართველოში
გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ადგილობრივი ჯიშების და პოპულაციების აღდგენა-გაუმჯობესების
მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები
საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექციის გზით შექმნილი და ამჟამად გაქრობის პირას მისული
კახური ღორის ინდივიდების მოძიებას ინტენსიურად ახორციელებენ. იშვიათი უნიკალური გემური
მახასიათებლების მქონე კახური ღორის მოშენების ინტერესი ცენტრთან ერთად გამოთქვა ესპანურმა
კომპანიამ DeRaza Iberico-მ.
ამ მიზნით სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი - ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე
- გივი ბასილაძე და მთავარი სპეციალისტი - როლანდი მიტიჩაშვილი ესპანური მხარის მოწვევით ესპანეთში
იმყოფებოდნენ.
კომპანია
DeRaza Iberico ერთ-ერთი უმსხვილესი ღორის ხორცის მწარმოებელი კომპანიაა არა მარტო
ესპანეთში, არამედ მთელს ევროპაში. მასპინძლებმა ქართველ სტუმრებს დაათვალიერებინეს
ესპანური ღორის ჯიში „იბერიკო“-ს კომპლექსი 1100 დედა ღორზე, ასევე მუხის ჯიშების ბუნებრივი
კორომების ტყეში ღია ცის ქვეშ რამოდენიმე ასეულ ჰექტარზე განთავსებული ღორების ფერმა,
ულტრათანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვილი ცხოველთა სასაკლაო, ხორცის დამფასოებელი,
შესანახი და გადამამუშავებელი საამქროები, გააცნეს „ხამონის“ ტიპის პროდუქციის დამზადების
ტექნოლოგიები და სხვა. კომპანიის დამფუძნებლებთან პრეზიდენტ რეხინო დიასთან და ლუის
სანცთან ერთად დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები, რომელიც ითვალისწინებს
აღმოსავლეთ საქართველოში კოოპერატიულ საწყისებზე ღორის სანაშენე ფერმების მოწყობას
ტყის ბუნებრივი რესურსების გამოყენების ბაზაზე.
მასპინძლების ხელშეწყობით
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ასევე დაათვალიერეს ვაზისა და ღვინის ვივანკოს
მუზეუმი ქალაქ რიოხაში.
ესპანელი კოლეგების
საპასუხო ვიზიტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში 2016 წლის 3 იანვრიდან
იგეგმება.