სიახლეები
17.12.2015
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში კარტოფილის ელიტური თესლის გამოყვანა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის in vitro ლაბორატორიაში უვირუსო კარტოფილის სინჯარის მცენარის გამრავლება მიმდინარეობს. in
vitro ლაბორატორიაში ერთი წლის განმავლობაში მიიღება დაახლოებით
25 000 კარტოფილის მცენარე, რომელთა გადარგვაც
ხდება სათბურში ორ ეტაპად გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
2015 წლის აგვისტოს თვეში სათბურებში (800 მ2)
სულ გადაირგო 10 320 მცენარე, აქედან 5 620 მცენარე
- ადგილობრივი ჯიში, 4700 აგრიკოს და ევროპლანტის
ჯიშები და Cip-ის კლონები სამი სუპერელიტური (SSSE) მინი ტუბერის მისაღებად:
5. CIPP – ის კლონები 500 მცენარე
6. კოლექციის სხ. ჯიში 2900
მცენარე.
ამჟამად მიმდინარეობს in vitro მცენარიდან მიღებული SSSE კარტოფილის
მოსავლის აღება, რომელიც დაითესება გაზაფხულზე
ღია გრუნტში ელიტური თესლის მისაღებად და ჯიშების გამოსაცდელად.
კვლევის მიზანია საქართველოში განვითარდეს ელიტური კარტოფილის მეთესლეობა, რაც ხელს შეუწყობს
მაღალხარისხიანი, უხვმოსავლიანი სათესლე მასალის მიღებას. შედეგად ადგილობრივი სათესლე
კარტოფილი იქნება ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფერმერული მეურნეობებისთვის.