სიახლეები
08.01.2016
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ორმხრივი შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში პაატა იმნაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გაუმჯობესების კუთხით, ერთობლივად უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლასა და გამოკვლევათა კოორდინაციას, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-მეთოდური მასალის შემუშავებას, ლაბორატორიული კვლევების წარმართვას და სხვა.
ზემოაღნიშნულის გარდა, მემორანდუმის მიხედვით მხარეებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ საერთო გამოცდილებითა და ინტელექტუალური რესურსებით.